
დონალდ ტრამპის ღონისძიებების გაშუქება განაახლეს მედიასაშუალებებმა, რომლებსაც ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა.
CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის დაწესებული სანქციები არარ იმოქმედებს. მედიებს თეთრ სახლში შესვლა უკვე შეუძლიათ. წამყვანმა ამერიკულმა ტელეარხებმა პარასკევს, თეთრ სახლში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტი გააშუქეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრაზე CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა მედიასაშუალებებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვაფასებთ მიუკერძოებელ გაშუქებას. ეს მიუკერძოებელი იყო. ჩვენ ამას ვაფასებთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მოგვიანებით, CNN-მა განაცხადა, რომ ტელეარხის ჟურნალისტებს დონალდ ტრამპთან ერთად პრეზიდენტის თვითმფრინავით მგზავრობის უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. მედიასაშუალებებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლეს. 24 სექტემბერს ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპს CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა.