რეზონანსი
26.09.2026

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას, თამრიკო კორძაიას სოციალურ ქსელში მიმართავს. გუდაძე მუსიკოსის დედის ვიდეო მიმართვას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ დედა-შვილი არიან, არამედ ერთად მუშაობენ და ფიქრობენ მუსიკაზე.

მისივე თქმით, გაუმართლებელია შეფასება, თითქოს „კორძის“ აუგად მოხსენიება სტალინურ რეპრესიებს უტოლდება.

„მოგმართავთ თქვენ, ოლე ოლას დედავ! შეწუხდით? გეტკინათ? განიცადეთ? თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, რას აკეთებდით? რას? დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? ალბათ, ეთანხმებოდით კიდეც - თქვენისთანა ოჯახისგან რა არის გასაკვირი?!

გამოვიდა ახლა ეს არარაობა და ჩვენ გვმოძღვრავს, თურმე „კორძის“ აუგად მოხსენიება სტალინური რეპრესიები ყოფილა… ქალოოო! მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ? ამასაც დედა ჰქვია და ირინა ენუქიძესაც? ტფუი!

არა, რა… აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა ამათი ბოგინისგან. თავზე თუ მოგვაჯდნენ, უკან არაფერზე დაიხევენ“, - წერს ინგა გუდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×