რეზონანსი
26.09.2026

ჩინეთში აცხადებენ, რომ აშშ-სთან 30 მილიარდი დოლარის ღირებულების ორმხრივი ტარიფების შემცირების მექანიზმზე შეთანხმდნენ. როგორც „როიტერი“ წერს, ეს რვაპუნქტიანი კონსენსუსის ნაწილია, რომელსაც მხარეებმა სი ძინპინის ვაშინგტონში ვიზიტის დროს მიაღწიეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ სავაჭრო საბჭოს შექმნასა და კუალა-ლუმპურში მანამდე გამართული მოლაპარაკებების შედეგების გაგრძელებაზე.

„ეს ისტორიული ვიზიტი ჩინეთ-აშშ კონსტრუქციულ და სტაბილურ ურთიერთობებს გაამდიდრებს, ორმხრივი კავშირების საერთო სტაბილურობას შეინარჩუნებს და ჩინეთ-აშშ ურთიერთობებში ახალ თავს გახსნის, რაც გავლენას იქონიებს მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაზე“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მხარეები ასევე ხელოვნური ინტელექტის საკითხზე შეთანხმდნენ, დაიწყონ დიალოგი ტექნოლოგიის რისკებსა და სარგებელზე. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ პეკინი აფასებს ვაშინგტონის მიერ ტერმინ „სუპერინტელექტის“ გამოყენებას „ხელოვნური ინტელექტის“ ნაცვლად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×