რეზონანსი
26.09.2026

პრაქტიკულად, არ დატოვეს არცერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას რეალურად არ ჰყავს გალანძღული ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აგენტურისთვის მთავარი დავალებაა, არ უნდა არსებობდეს ავტორიტეტები საზოგადოებაში და ყველას უნდა შეეხონ.

„პრაქტიკულად, არ დატოვეს არც ერთი გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენი, არა მარტო ფეხბურთელი, რომელიც აგენტურას, რეალურად არ ჰყავს გალანძღული ან სხვანაირი ფორმით შეურაცხყოფა არ აქვს მიყენებული. სხვადასხვა სპორტის სახეობას ეხება ეს ყველაფერი. ეს არ არის მარტო ფეხბურთი, საქმე ეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, კალათბურთელებს და ა.შ. არ დატოვეს არცერთი მიმართულება. მთავარი დავალება რა არის ამ შემთხვევაშიც, არ უნდა არსებობდეს ავტორიტეტები საზოგადოებაში და ყველას უნდა შეეხონ. რა თქმა უნდა, ამით ისინი ჩვენს სპორტსმენებს ვერაფერს დააკლებენ, თუმცა ერთი რამ უნდა აღინიშნოს, რომ სპორტი არის ის, რაც საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს და აქაც კი, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სხვაგვარი რიტორიკა შემოიტანონ, რაც კიდევ ერთხელ მიმართულია საზოგადოების გახლეჩვისკენ. მცდელობა არის სწორედ ასეთი, ამიტომ ეხებიან ყველანაირ ავტორიტეტებს, მათ შორის სპორტში ავტორიტეტებს. საზოგადოებამ უნდა მისცეს ამ ყველაფერს სათანადო შეფასება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×