რეზონანსი
26.09.2026

ამდენი დღის განმავლობაში თვითონ ხედავენ საკუთარ წარუმატებლობას და მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, რაოდენობა დაახლოებით ასეთია, შესაბამისად, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ, ამ ერთობამ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, როდესაც იკრიბებიან ყოველგვარი მიზნის გარეშე და იციან, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, ეს სექტის საქმიანობის ერთგვარი ფორმაა. 

„როდესაც რიტუალებს ატარებ ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველგვარი მიზნის გარეშე, იცი, რომ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევ და ყოველგვარ შედეგზე ორიენტაციის გარეშე, მიზნის გარეშე იკრიბები ასეთი ფორმით, ეს არის ნამდვილად ერთგვარი სექტის საქმიანობის ფორმა, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×