რეზონანსი
26.09.2026

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთვნელის ვილი სანიოლის წასვლას, ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია სოციალური ქსელით გამოეხმაურა. კაპიტანმა სანიოლს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებისთვის, კერძოდ, კი ევროპის ჩემპიონატზე თამაშისთვის.

""მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით. ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით" | წერს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლით, 0:1 დამარცხდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ვილი სანიოლმა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ფრანგ სპეციალისტს რევაზ სვანაძე შეცვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×