
ქართული ღვინო უნდა იყოს საუკეთესო, უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ღვინო იბადება ვენახში, ამიტომ ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ის ნედლეული, რომლისგანაც ღვინო მზადდება იყოს მაღალი ხარისხის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
მისივე თქმით, მეღვინეობა რომ საქართველოსთვის სტრატეგიული დარგია და ეს კანონით არის აღიარებული 1997 წლიდან.
„საქართველო არის ღვინის სამშობლო, არის მინიმუმ 8 000 წლის მეღვინეობის ქვეყანა. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ეს 8 000 წელი პირველ რიგში არის სიამაყის საფუძველი, მაგრამ არის პასუხისმგებლობა - ქართული ღვინო უნდა იყოს საუკეთესო, უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ღვინო იბადება ვენახში ამიტომ ერთიორად მნიშვნელოვანია, რომ ის ნედლეული, რომელისგანაც ღვინო მზადდება იყოს მაღალი ხარიხსის.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიდგომას, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში არის პირველი ქვეყანა, რომელმაც 1997 წელს მიიღო კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ, რომლის პრეამბულაშიც აღიარებულია, რომ ეს სტრატეგიული დარგია“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.