რეზონანსი
26.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო შეხვედრაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და „ძალიან ძლიერი შეთანხმებები“ აქვთ.

„მაგრამ იცით, რა მინდა მისგან? შეთანხმებას მიაღწიოს. მინდა, პუტინთან შეთანხმდეს და პუტინიც მასთან. გასულ თვეს უკრაინასა და რუსეთს შორის ომში 25 000 ადამიანი დაიღუპა. ერთი თვით ადრე – 32 000. ისინი ძირითადად ჯარისკაცები არიან, 97% ჯარისკაცია, მაგრამ, იქნებიან ისინი ჯარისკაცები თუ სამოქალაქო პირები, წარმოიდგინეთ 32 000. ორი თვის წინ – 33 000 ადამიანი“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც შეთანხმების მიღწევა სურთ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „პეტრიოტის“ რაკეტების საკითხზეც ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მძიმე ზამთრის დადგომამდე, უკრაინა და რუსეთი შეთანხმებას მიაღწევენ.

„ერთ დღეს, იმედია, არც თუ ისე შორეულ მომავალში, შესაძლოა, მძიმე ზამთრის დადგომამდე შეთანხმებას მიაღწევენ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×