რეზონანსი
26.09.2026

თითოეული ავიაკომპანია მკაცრად არეგულირებს სალონში შეტანილი ხელბარგის წონასა და ზომებს. მგზავრებმა შესაძლოა, ერთი და იგივე ტიპის თვითმფრინავით იფრინონ, მაგრამ ავიაკომპანიისა და ბილეთის ფასის მიხედვით, მათ სრულიად განსხვავებული ბარგის დასაშვები ლიმიტი ჰქონდეთ და როგორც აღმოჩნდა, საქმე მხოლოდ ფულში არ არის.

როგორც The Independen-ი ყოფილი პილოტსა და ამჟამად საავიაციო უსაფრთხოების მკვლევარზე დაყრდნობით წერს, ყველა თვითმფრინავს აქვს მაქსიმალური ასაფრენი წონა, რომლის გადაჭარბება უსაფრთხოების მიზნით არ შეიძლება. ეს მოიცავს თავად თვითმფრინავის წონას, საწვავს, საკვებისა და სასმელის მარაგს ბორტზე, ტვირთს, პილოტებისა და ბორტგამცილებლების, ასევე მგზავრებისა და მათი ბარგის წონას.

მაგალითად, ყოფილი პილოტი განმარტავს, რომ როდესაც მან 1998 წელს ავიაციაში მუშაობა დაიწყო, რეგულაციებით დადგენილი მგზავრის სტანდარტული წონის ლიმიტი ერთ ადამიანზე 77 კგ იყო, ხელბარგის გამოკლებით. თუმცა, მგზავრის საშუალო წონის ზრდასთან ერთად, რეგულაციების გადახედვაც გახდა საჭირო.

იგი აღნიშნავს, რომ ზედმეტი ბარგი განსაკუთრებით საშიში შეიძლება იყოს საგანგებო სიტუაციის დროს. კვლევები აჩვენებს, რომ მგზავრები, რომლებიც ევაკუაციის დროს ჩერდებიან თავიანთი ნივთების ასაღებად, ანელებენ თვითმფრინავის გასვლას. ამიტომ, მოგზაურობისთვის ბარგის ჩალაგებისას მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: თუ გსურთ, რომ თქვენი რეისი დროულად გაფრინდეს და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, უფრო უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინოთ, ნაკლები ბარგი ჩაალაგეთ.

ცნობისათვის, 150-დან 299-მდე სამგზავრო ადგილის მაქსიმალური ტევადობის მქონე თვითმფრინავებისთვის, მათ შორის Boeing 737-ისთვის, ზრდასრული მამაკაცის სტანდარტული დასაშვები წონაა 81.8 კგ, ხოლო ზრდასრული ქალისთვის - 66.7 კგ. ასევე შედის ხელბარგი, რომლის სტანდარტული დასაშვები წონა 7 კგ-ია ერთ მგზავრზე.

ბევრი მგზავრი ცდილობს თავი აარიდოს დამატებით გადასახადებს და ყველაფერს ხელბარგად იღებს. თუმცა, ავიაკომპანიებმა ეს იციან და ხელბარგზე ლიმიტის გადაჭარბებისთვის მგზავრებს დამატებით გადასახადს აკისრებენ.

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც მოგზაურობისთვის ემზადებით, გახსოვდეთ: თუ გსურთ დროულად გაფრენა და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში უფრო უსაფრთხოდ იყოთ, უფრო მსუბუქად ჩაალაგეთ ბარგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×