რეზონანსი
27.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ირანის უახლესი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ირანულმა მხარემ ამერიკელებს, ნიუ-იორკში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს გადასცა.

„აქსიოსის“ ცნობით, ირანს ყურადღების გამახვილება ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის მიერ დაწესებულ საზღვაო ბლოკადაზე სურს, ტრამპის ადმინისტრაცია კი ირანისგან ბირთვულ სფეროში დათმობებს ითხოვს.

ტრამპის განცხადებით, ირანს სურს ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებელი გახსნა, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად „კატასტროფულ“ მდგომარეობაშია.

„მათ წინადადება შემომთავაზეს და მე უარი ვთქვი“, - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„აქსიოსის“ ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს განუცხადეს, რომ ირანს სრუტეზე კონტროლი არ აქვს, შესაბამისად, არც მასთან დაკავშირებით მოთხოვნების წაყენების უფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×