რეზონანსი
27.09.2026

ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, მშვიდობიანი პოლიტიკა გავაგრძელოთ - ჩვენთვის უმთავრესი არა მხოლოდ აფხაზეთში დაბრუნებაა, არამედ აფხაზების დაბრუნებაა , - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ გმირთა მემორიალთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით და ურთიერთნდობით ამ მიზანს მიაღწიონ.

„27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული თარიღია. განსაკუთრებულად მტკივნეული თარიღია ჩვენი დევნილი მოსახლეობისთვის. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, მათ ხსოვნას, მათ სახელს, ვინც ჩვენი საქართველოს გამო და აფხაზეთში მშვიდობიანი მომავლის რწმენას შესწირეს თავი. ჩვენი ვალდებულება და მოვალეობაა, ეს მშვიდობიანი პოლიტიკა გავაგრძელოთ - ჩვენთვის უმთავრესი არა მხოლოდ აფხაზეთში დაბრუნებაა, არამედ აფხაზების დაბრუნებაა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობით, ურთიერთპატივისცემით და ურთიერთნდობით ამ მიზანს მივაღწიოთ. როდესაც ეს დღე დადგება, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი მხარის მეორეზე გამარჯვება, ეს იქნება ადამიანობის გამარჯვება ომზე. მე მჯერა და მწამს, რომ აუცილებლად დადგება ეს დღე და ჩვენ ყველა ერთად 27 სექტემბერს სოხუმში ვიზეიმებთ დღესასწაულს ჯვართამაღლებას. ღმერთმა დალოცოს საქართველო”, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×