რეზონანსი
27.09.2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზ და ოს და-ძმებთან შერიგება მხოლოდ მშვიდობიანი, პრაგმატული პოლიტიკით არის შესაძლებელი.

კირცხალიას თქმით, დაღუპული გმირების ხსოვნა ავალდებულებს ყველას, რომ გაუფრთხილდნენ მშვიდობას და არ დაუშვან მსგავსი ტრაგედიის განმეორება.

"პირველ რიგში, ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მშვიდობით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით და იმ პრაგმატული პოლიტიკით, ურთიერთდაბრუნებით, ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ერთმანეთი - ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები.

საქართველომ გამოიარა ძალიან მძიმე წლები და საქართველომ თავის უახლეს ისტორიაში, რადგან დღეს აქ ვართ, გაიგო, რა არის ომის ფასი და კიდევ ერთხელ, ასევე ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მსგავსი ტრაგედია საქართველოში არასდროს განმეორდეს.

კიდევ ერთხელ, სწორედ ამისთვის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთაა და სურვილია, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×