რეზონანსი
01.10.2026

ტყვედ ჩავარდნის წინ, კიევში შევხვდი IPSOS საზოგადოებრივი კვლევის, უდიდესი ევროპული კომპანიის რეგიონულ დირექტორს. მან მითხრა, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება ურთულესია, ვინაიდან ხალხს ზუსტად ისევე ეშინია, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში და დონეცკში და რომ პირდაპირ კითხვის დასმა უაზრობაა, ირიბი კითხვებით უნდა დაადგინო ნამდვილი განწყობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხალხს კვლევებში სიმართლის თქმის ეშინია.

„ასეთი იყო სიმართლე მასობრივ რეპრესიებამდე. ხალხის ციხეში ჩაყრამდე და ქუჩებში ხალხის ტერორამდე და ახლა როგორ ეშინია ხალხს კვლევებში სიმართლის თქმის, ხომ წარმოგიდგენიათ. და 46%-დან, რომელმაც უარი თქვა პასუხის გაცემაზე, რამდენია იგივე „ნაცმოძრაობის“ მხარეს? და ვინც თქვა, „ოცნებას“ ვაძლევ ხმასო, რამდენი ოჯახის წევრია აიპ-ის და სიპ-ის თანამშრომელი, ან რამდენს უბრალოდ ეშინია სიმართლის თქმა.

და ბოლოს დ აბოლოს, აქეთ იქით გაიხედეთ, თქვენ გარშემო რამდენი ადამიანი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? ხოდა შეწყვიტეთ მოთქმა და ქოთქოთი, იფიქრეთ იმაზე, მე რომ საქართველოში თავისუფლად დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×