რეზონანსი
01.10.2026

რუსეთმა ქვეყნიდან უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები გააძევა, - ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გასულ თვეში უნგრეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე პასუხს წარმოადგენს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაბორ გერგიჩი დაიბარეს, რომელსაც აცნობეს, რომ მოსკოვში უნგრეთის საელჩოს, ასევე, სანქტ-პეტერბურგსა და ყაზანში უნგრეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ჯგუფმა რუსეთი უნდა დატოვოს.

უნგრეთის საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთი ორი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ცნობისთვის, უნგრეთმა 8 სექტემბერს ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევა.

„ჩემი მითითებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უნგრეთში რუსეთის ელჩს აცნობა, რომ უნგრეთის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის მისიის 10 წევრი ისეთ საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც ვენის კონვენციის თანახმად დიპლომატებისთვის მიუღებელია“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×