რეზონანსი
01.10.2026

“ვაიმარის სამკუთხედის” დაარსებიდან 35 წლის აღსანიშნავად, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩები საქართველოში, თბილისში შეხვდნენ, რათა განეხილათ ამ თანამშრომლობის მომავალი და საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩო განმარტავს, ამ თარიღთან დაკავშირებით, პოლონეთის რეზიდენციაში გამართულ სამუშაო სადილზე გაგრძელდა აზრთა გაცვლა ევროპისა და თანამშრომლობის საკითხებზე რეგიონული გამოწვევების კონტექსტში.

„შექმნიდან 35 წლის შემდეგაც, ვაიმარის სამკუთხედი კვლავ რჩება საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მთავარ პლატფორმად”, - წერია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×