რეზონანსი
01.10.2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვებას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას სადისტების და ჯალათების რეჟიმი ჩამოაშორა.

მისი განცხადებით, 14 წელია საქართველო მშვიდობის პირობებში ცხოვრობს და ამ

პირობებში ახერხებს განვითარებასაც.

„14 წლის წინათ, სულ რაღაც 1 წლის შექმნილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ" მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ჩამოაშორა სადისტების და ჯალათების რეჟიმი, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა." ამ პოლიტიკურ სექტას ყოველთვის ასე მოვიხსენიებ, რადგანაც ამაზე ზუსტი დახასიათება მათ არ შეიძლება მიეცეს.

14 წელია საქართველო მშვიდობის პირობებში ცხოვრობს და მშვიდობა ეს ისეთი ფენომენია, ისეთი ფასეულობა, რაც არ უნდა ილაპარაკონ მასზე მავანთ. თუმცა მშვიდობით არამხოლოდ უნდა დატკბე, ის უნდა გამოიყენო განვითარებისთვის. ჩვენი პატარა, მრავალტანჯული ქვეყანა ახერხებს ამას, შეიძლება ისეთი ტემპებით არა, როგორც გვინდა, მაგრამ ახერხებს. მოჩქარეს კი შეიძლება მოუგვიანდეს", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×