რეზონანსი
05.10.2026

ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ევროპაში ნდობის რეიტინგით საუკეთესო ათეულში მოხვდა და ევროკავშირისა და ნატოს 23 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთს უსწრებს - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, როცა ევროპული სტრუქტურების საკუთარივე ციფრები და პოლიტიკური რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს, ცხადი ხდება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას რეალობისთვის თვალის გასწორება უჭირს, რადგან რეალური მონაცემები მათ მიერვე დახატულ გამრუდებულ პოლიტიკურ სქემებში უბრალოდ არ ჯდება.

"ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ევროპაში ნდობის რეიტინგით საუკეთესო ათეულში მოხვდა და ევროკავშირისა და ნატოს 23 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთს უსწრებს.

საინტერესო კონტრასტია: ერთ მხრივ, გვაქვს "ევრობარომეტრის" მკაცრი მეთოდოლოგიითა და გლობალური მმართველობის ინდიკატორებით დადგენილი ოფიციალური სტატისტიკა, მეორე მხრივ კი - ბრიუსელის პოლიტიკური დამახინჯებული შეფასებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

როცა ევროპული სტრუქტურების საკუთარივე ციფრები და პოლიტიკური რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს, ცხადი ხდება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას რეალობისთვის თვალის გასწორება უჭირს, რადგან რეალური მონაცემები მათ მიერვე დახატულ გამრუდებულ პოლიტიკურ სქემებში უბრალოდ არ ჯდება", - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×