|

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სექტემბრის თვეში, ხუთი განსხვავებული თემატიკის შეხვედრა გაიმართა და მას 700-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგების ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბიზნესთან დაკავშირებულ თემებსა და საკითხებზე სფეროს ექსპერტებისგან მიეღოთ უახლესი, სასარგებლო ინფორმაცია და დაესვათ შეკითხვები.
სექტემბრის ტრენინგები შემდეგი საკითხების განხილვას დაეთმო:
- საგადასახადო სიახლეები - შეხვედრას ტრენერი, დავით პაპიაშვილი უძღვებოდა და მასში განხილული იყო, საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითები.
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა - ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკული რჩევები მიეღოთ იმაზე, თუ როგორ განსაზღვრონ საწარმოს კატეგორია, შეარჩიონ შესაბამისი ანგარიშგების სტანდარტი, დაადგინონ წარსადგენი დოკუმენტები და თავიდან აიცილონ ვადის დარღვევასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები.
- მარაგების აღრიცხვა და მართვა - ტრენერმა, ზურაბ ნიკვაშვილმა აუდიტორიას პრაქტიკული ცოდნა გაუზიარა მარაგების სწორი აღრიცხვისა და ეფექტური მართვის შესახებ. მონაწილეები იმ ფინანსურ, ოპერაციულ და საგადასახადო პრინციპებსაც გაეცნენ, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს კომპანიის მოგებაზე, ფულად ნაკადებსა და სამუშაო კაპიტალზე.
- ბიუჯეტირება და მომავლის ფინანსური გეგმები - სექტემბრის კიდევ ერთ ტრენინგზე, შეხვედრის მონაწილეებმა პრაქტიკული ცოდნა მიიღეს ბიზნესის სწორი ფინანსური დაგეგმვის, რესურსების ოპტიმიზაციის, რისკების თავიდან აცილებისა და კომპანიის მდგრადი ზრდის უზრუნველყოფის შესახებ.
- ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია და მოგების ზრდა - ტრენინგი დაეთმო შემდეგ თემატიკას: როგორ გამოიყენოს ბიზნესმა ფინანსური მონაცემები ყოველდღიური გადაწყვეტილებების, ფულადი ნაკადების, მომგებიანობისა და დაგეგმვის გასაუმჯობესებლად. შეხვედრას ბიზნესის მფლობელები, კომპანიების დირექტორები, ფინანსური და საოპერაციო მენეჯერები, ასევე ის გადაწყვეტილების მიმღები პირები ესწრებოდნენ, რომლებსაც საკუთარ საქმიანობაში, ფინანსური მონაცემების უკეთ გამოყენება სურთ.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება და მის ფარგლებში, ოქტომბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო. სესიებზე დასწრება თიბისის ბიზნესმომხმარებლებს წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|