რეზონანსი
05.10.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, სოტირია თეოჰარიდისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საბერძნეთს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პერსპექტივები.

„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ და ხალხთა შორის არსებულ კავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგს. საუბარი ასევე, შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას, ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

მაკა ბოჭორიშვილმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩთან, ლისე სინოვე ნურგორდთან.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას.

„მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს როლზე რეგიონში და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

ხაზი გაესვა პარტნიორებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის და დიალოგის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×