რეზონანსი
05.10.2026

ერთ-ერთი სა­შა­ურ­მის თა­ნამ­შრომ­ლის, 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი პა­პაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა, თუ რო­გორ ჩა­ი­დი­ნა მკვლე­ლო­ბა.

გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი ჩვე­ნე­ბა­ში ჰყვე­ბა, რომ ის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვილ­თან და მას­თან ერ­თად მო­მუ­შა­ვე და­ნარ­ჩენ მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­თან მე­გობ­რობ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის თქმით, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი და მთივ­ლიშ­ვი­ლი ორ­ბე­ლი­ა­ნის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე სა­შა­ურ­მე­ში გა­იც­ნო.

მისი ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი საბა რო­ბა­ქი­ძე და ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მას რო­ბა­ქი­ძემ უთხრა, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ თაზო მთივ­ლიშ­ვილს მის შეყ­ვა­რე­ბულ­თან "ზედ­მე­ტი მო­უ­ვი­და".

პა­პაშ­ვი­ლის თქმით, მან მთივ­ლიშ­ვი­ლის­გან რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­თხო­ვა ბო­დი­შის მოხ­და, რის შემ­დე­გაც, მან სამ­ზა­რე­უ­ლოს დაფა ჩა­არ­ტყა, ბო­დი­შის არ­მოხ­დის შემ­დეგ კი, კი­დევ და­არ­ტყა ამ­ჯე­რად ფეხი, რის შემ­დე­გაც მთივ­ლიშ­ვი­ლი წა­იქ­ცა და გო­ნე­ბა და­კარ­გა.

ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, ის საბა რო­ბა­ქი­ძეს­თან ერ­თად მთივ­ლიშ­ვი­ლის მო­სუ­ლი­ე­რე­ბას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა, ის გარ­და­იც­ვა­ლა.

“17 თე­ბერ­ვალს, ორ­თა­ჭა­ლა­ში და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ვნიშ­ნავ­დით. მე, ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძე, ლუკა გვე­ნე­ტა­ძე, საბა რო­ბა­ქი­ძე, ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვი ვი­ყა­ვით... თან­ხის რა­ღაც ნა­წი­ლი დაგ­ვაკ­ლდა და საბა რო­ბა­ქი­ძე გავ­გზავ­ნე სახ­ლში და მოგ­ვი­ტა­ნა. მერე სახ­ლში მი­ვე­დით, ცოტა დავ­ლი­ეთ, კა­ნა­ფი მოვ­წი­ეთ, კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა.

18 თე­ბერ­ვალს დი­ლით, ყავა დავ­ლი­ეთ, ცოტა ლუ­დიც. შუ­ა­დღის­თვის გა­ვე­დი, სა­ა­თი არ მახ­სოვს, ორ­ბე­ლი­ან­ზე წა­ვე­დი საბა რო­ბა­ქი­ძეს­თან ერ­თად, მერე ფო­ნი­ჭა­ლა­ში წა­ვე­დით, ისევ ორ­ბე­ლი­ან­ზე და შემ­დეგ სახ­ლში.

მერე წა­ვე­დით დო­ლა­ბა­ურ­ზე, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე რომ გა­მო­დი­ან, ე.წ. სა­ხა­შეა. მე, საბა, თაზო და გუ­სე­ი­ნო­ვი. შე­ვუკ­ვე­თეთ, ცოტა დავ­ლი­ეთ, შემ­დეგ თა­ზოს­თან მო­მი­ვი­და კონ­ფლიქ­ტი. ვიდ­რე დო­ლა­ბა­ურ­ში მი­ვი­დო­დით, საბა რო­ბა­ქი­ძემ მი­თხრა, რომ “ზედ­მე­ტი მო­უ­ვი­და", ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ იყო, ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძეს ხელი ჩა­უ­ყოო... სა­ბამ მი­თხრა, უნდა “გავ­ლა­ხოო”. მერე და­ვი­ლა­პა­რა­კოთ-მეთ­ქი და ერ­თად და­ვე­ლა­პა­რა­კო­თო.

სუფ­რა­ზე რომ ვი­ყა­ვით, გუ­სე­ი­ნო­ვი და საბა გა­დი­ან სა­პირ­ფა­რე­შო­ში. თაზო და მე დავ­რჩით მარ­ტო და ვკი­თხე, ვე­რი­კოს­თან რა მო­უ­ვი­და, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი თქვა ვე­რი­კო­ზეც და სა­ბა­ზეც, კერ­ძოდ, დე­და­ზე შე­ი­გი­ნა. სა­ხე­ში ხელი შე­მო­ვარ­ტყი. ისევ ვუ­თხა­რი, საბა აპი­რებს ლა­პა­რაკს და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დე-მეთ­ქი. არ მო­ვიხ­დი ბო­დიშს, ასე არ ყო­ფი­ლაო, იუ­ა­რა... კი­დევ შე­ი­გი­ნა, კი­დევ შე­ვე­ხე ხე­ლით. ვუ­თხა­რი, ჯობ­და ბო­დი­ში მო­ე­ხა­და და ამით დამ­თავ­რდე­ბო­და, რად­გან უკვე შე­გე­ხე ხე­ლით-მეთ­ქი...

დო­ლა­ბა­უ­რი­დან ტაქ­სით წა­ვე­დით სახ­ლში, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი სახე ჰქონ­და.

სახ­ლში დაგ­ვხვდა ვე­რი­კო, თაზო და მა­რი­ა­მი... ცოტა კი­დევ ლუდი დავ­ლი­ეთ....ფო­ნი­ჭა­ლა­ში ნარ­კო­ტი­კი შე­ვი­ძი­ნე და უკან დავ­ბრუნ­დი... შე­უძ­ლოდ გავ­ხდი, წა­მოვ­წე­ქი, რომ გა­ვიღ­ვი­ძე, სა­ღა­მო იყო...

ისევ და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი, თა­ზომ ისევ იუ­ა­რა, ბო­დი­შის მოხ­დას ვი­თხოვ­დი, უარ­ზე იყო, ისევ ხე­ლით შე­ვე­ხე, “სა­შე­ნოდ ვი­ძა­ხი და მორ­ჩე­ბა-მეთ­ქი”. ვი­ჯე­ქით, როცა ხე­ლით შე­ვე­ხე, სა­ხის მი­და­მო­ში ხელი შე­მო­ვარ­ტყი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­წე­ვა უნ­დო­და, რა გინ­დო­და, ბო­დი­შის მოხ­დის ნაც­ვლად, დაფა გინ­დო­და-აგე­ღო­მეთ­ქი? რა ბო­დი­შიო და ვარ­ტყამ ამ და­ფას, დაფა იყო ნა­ხე­ვა­რი თა­ვი­დან­ვე, ბზა­რიც ჰქონ­და, დაფა დარ­ტყმის შე­დე­გად და­ი­შა­ლა... ბო­დიშს არ იხ­დი­და, “ვირ­ზე შეჯ­და”. ხელ­ში დამ­რჩა პა­ტა­რა ნა­ჭე­რი და ეგეც და­ვაგ­დე. ადე­ქი, ბიჭო და “და­ახ­ვიე” სახ­ლი­დან-მეთ­ქი...

მოხ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მოვ­წიე, ფეხი წა­ვარ­ტყი და წა­იქ­ცა, რომ გავ­ხე­დე, რე­აქ­ცია არ ჰქონ­და.

საბა რო­ბა­ქი­ძეს ვე­უბ­ნე­ბო­დი, იქაც გავ­ლა­ხე, აქაც, საკ­მა­რი­სია, აღა­რაა სა­ჭი­რო შენც და­არ­ტყა-მეთ­ქი.

და­ვი­კუ­ზე, ვე­ძახ­დი და ხმა არ გამ­ცა, შე­ვან­ჯღ­რიე, რე­აქ­ცია არ ჰქონ­და, გა­თი­შუ­ლი იყო. დავ­ხე­დე, 2-3-ჯერ სა­ხე­ში შე­მო­ვუ­ლა­წუ­ნე გა­მო­ფხიზ­ლე­ბის მიზ­ნით და ცე­მის მიზ­ნით აღარ, რე­აქ­ცია არ ჰქონ­და. ვიდ­რე მე და საბა რო­ბა­ქი­ძე ავ­წევ­დით და დი­ვან­ზე გა­და­ვიყ­ვან­დით, გა­ა­კან­კა­ლა. სა­ხე­ში რამ­დენ­ჯერ­მე შე­მო­ვუ­ლა­წუ­ნე - თაზო, თაზო-მეთ­ქი, ეპი­ლეფ­სია და­ე­წყო, კოვ­ზით კბი­ლე­ბი გა­ვუხ­სე­ნით, ენა გა­დაყ­ლა­პუ­ლი ხომ არ ჰქონ­და. არ­ტე­რი­ა­ზე ხელი და­ვა­დე, გულ­ზეც ხელი და­ვა­დე და გარ­და­იც­ვა­ლა, არა­ნა­ი­რი ნი­შან­წყა­ლი არ ჰქონ­და... რამ­დენ­ჯერ­მე და­ვა­წე­ქი ხე­ლით, გულ­ზე ხელს ვა­დებ, პულსს ვუ­სინ­ჯავ, არც ყელ­ზე პულ­სი, არც ხელ­ზე პულ­სი, არც გუ­ლის­ცე­მა, ვამ­ბობ­დი, მოკ­ვდა კაცი-მეთ­ქი!

აბა­ზა­ნა­შიც და­ვაწ­ვი­ნეთ, ვამ­ბობ­დი, რომ აზრი აღარ ჰქონ­და, აღარ სუნ­თქავს-მეთ­ქი”, - გა­ნა­ცხა­და პა­პაშ­ვილ­მა.

მისი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მომ­დევ­ნო სხდო­მა­ზე გაგ­რძელ­დე­ბა.

ცნო­ბის­თვის, 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლი 17 თე­ბერ­ვალს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, ცე­მის შე­დე­გად, მათ შო­რის, მწვა­ნი­ლის საჭ­რე­ლი და­ფით მოკ­ლეს. ის რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში იპო­ვეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში 5 პირი მი­ე­ცა, თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად 3 პი­რის და­კა­ვე­ბა შეძ­ლეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში მყო­ფი, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

თუმ­ცა, მას­თან ერ­თად გაქ­ცე­უ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში უკვე მსჯარ­დე­ბუ­ლი ბა­ი­რამ ალი გსე­ი­ნო­ვი ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ტა­ნი­ლია და მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მთივ­ლიშ­ვი­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ.

მსჯავ­რდე­ბუ­ლებს - ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძეს, ლუკა გვე­ნე­ტა­ძეს, საბა რო­ბა­ქი­ძეს, ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნო­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

ბა­ი­რამ ალი გუ­სე­ი­ნოვს და­უს­წრებ­ლად 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ლუკა გვე­ნე­ტა­ძეს - 5 წლით, საბა რო­ბა­ქი­ძე­სა და ვე­რი­კო კა­პა­ნა­ძეს კი, 4,3-4,3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ.

“სი­მარ­თლე მხო­ლოდ მისი სა­ხე­ლი და გვა­რი იყო“, - ასე აფა­სებს ერთ-ერთი სა­შა­ურ­მის თა­ნამ­შრომ­ლის, 22 წლის თა­მაზ მთივ­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბას საქ­მის პრო­კუ­რო­რი, ლე­ვან ვე­ფხვა­ძე.

რო­გორც ვე­ფხვა­ძემ პრო­ცე­სი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, პა­პაშ­ვი­ლი ახლა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას ცდი­ლობს.

"დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლი და­ი­კი­თხა, რო­მელ­მაც ერ­თა­დერ­თი სი­მარ­თლე თქვა, რომ ის გი­ორ­გი პა­პაშ­ვი­ლია. სხვას, რაც შე­ე­ხე­ბა მის მიერ გად­მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია რო­გორც თა­ვის თავ­თან, ასე­ვე დაც­ვის მხა­რის მიერ უდა­ვოდ გახ­დილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან, რაც ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბას ადას­ტუ­რებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ცდი­ლობს, რო­გორ­მე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას აა­რი­დოს თავი", - გა­ნა­ცხა­და ვე­ფხვა­ძემ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×