რეზონანსი
05.10.2026

 "ევ­რო­კო­მი­სია რუ­სეთ­ში შავი ჭი­რის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბას ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრესს­პი­კერ­მა, ევა ჰრნ­ჩი­რო­ვამ გა­ნა­ცხა­და.

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, მათ­თვის ცნო­ბი­ლია ინ­ფორ­მა­ცია "რუ­სულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჭი­რის გა­მომ­წვევ პა­თო­გენს უკავ­შირ­დე­ბა".

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, ამი­ტომ და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის ექ­სპერ­ტებ­თან კავ­შირს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით იმას, თუ რა ხდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრესს­პი­კერ­მა.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ 2 ოქ­ტომ­ბერს, რუ­სე­თის ქა­ლაქ შელე­ხო­ვის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ირ­კუტსკის შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­სტი­ტუ­ტის ლა­ბო­რან­ტი, 28 წლის და­რია ში­პი­ლო­ვა, ფილ­ტვის­მი­ე­რი ჭი­რით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ერთ-ერთი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ში­პი­ლო­ვას ჭი­რის პა­თო­გე­ნის შემ­ცვე­ლი სინ­ჯა­რა შემ­თხვე­ვით გა­უ­ტყდა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­პი­ლო­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კა­რან­ტი­ნი გა­მო­ა­ცხა­და, ხოლო მას­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი 200-მდე ადა­მი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მო­ა­თავ­სა.

რუ­სე­თის მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და ადა­მი­ა­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი ("როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რი") გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ ში­პი­ლო­ვა "და­უდ­გე­ნე­ლი ეტი­ო­ლო­გი­ის პნევ­მო­ნი­ით" გარ­და­იც­ვა­ლა და მის ორ­გა­ნიზ­მში პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბი არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა. ასე­ვე, უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ ირ­კუტსკის შავი ჭი­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­სტი­ტუ­ტში პა­თო­გე­ნებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას ავა­რია არ მომ­ხდა­რა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×