რეზონანსი
05.10.2026

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი, 28 წლის ქალი, შავი ჭირით გარდაიცვალა.

როგორც ფხაკაძე „ფეისბუკში“ წერს, რუსეთის ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე შავ ჭირს არ ადასტურებს და სიკვდილის მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიას“ ასახელებს. 

„შავი ჭირი რუსეთში? – ირკუტსკში 28 წლის ლაბორანტი გარდაიცვალა მძიმე პნევმონიით. ის მუშაობდა შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში. მედიის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ქალი Yersinia pestis-ით დაინფიცირდა. დაახლოებით 200 კონტაქტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა.

რუსეთის ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე შავ ჭირს არ ადასტურებს და სიკვდილის მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიას“ ასახელებს.

ამჟამად ფართო ეპიდაფეთქების მტკიცებულება არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×