რეზონანსი
08.10.2026

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეხმაურება მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისში, გლდანის რაიონში, წყალმომარაგების ჭა ასფალტის საფარით იყო დაფარული, რამაც წყლის გზის ზედაპირზე გამოსვლა გამოიწვია.

"განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს, 7 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო ასახავს გლდანის მე-7 მიკრორაიონის N1 კორპუსის მიმდებარედ, ავარიულად დაზიანებულ კომპანიის მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების გამანაწილებელ მილს და არა საკანალიზაციო თუ წყალსადენის ჭას.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები. უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და წყლის დინების შეჩერების მიზნით, ოპერატიულად დაიკეტა შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მილის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები”, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×