რეზონანსი
08.10.2026

პოლიტიკურთან ერთად ფსიქოლოგიური შეტევა - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ მორიგ რეზოლუციის პროექტს. მისივე თქმით, ევროპელი ბიუროკრატების მიერ ექსტრემისტული ჯგუფების პოლიტიკურ პატიმრებად წარმოჩენა არასამართლიანია.

"პოლიტიკურ პატიმრებად შერაცხეს ადამიანები, ვინც გამოიყვანეს ექსტრემისტული პროცესების წახალისების დაფინანსებულ ფორმატში, რომელიც თავადვე შექმნეს.

რასაკვირველია, ყველა ვადევნებდით თვალ-ყურს რა პროცესები მიდიოდა ქვეყანაში, დედაქალაქის ცენტრში და აქედან გამომდინარე, ვერავის ვერ დავარქმევთ პოლიტპატიმარს, ვისაც მახვილი ეჭირა ხელში და ცდილობდა, განზრახვა ჰქონდა, რომ ეს მახვილი საქართველოსთვის ჩაეცა გულში.

ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეტევა, ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა საქართველოზე, იმ რეალობაზე, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში გაგვაჩნია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×