რეზონანსი
15.10.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პოლიციის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ჩრდილოეთ რეგიონის პოლიციის სპეციალური ოპერაციების დანაყოფის მეთაური, პოლკოვნიკი უზი ადარი ხელმძღვანელობდა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავების გეგმები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვივნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ.

ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×