რეზონანსი
15.10.2026

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი კულტურის ყოფილი მინისტრის, თიკა რუხაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. საქმე ეხება პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებულ თანხებს.

მისი თქმით, თიკა რუხაძე კულტურის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს მუდამ მამუკა მდინარაძის სახელს იყენებდა. 

"უწმინდესიც რომ არ იყოს, მიცვალებულის თანხას რომ მოიპარავ, დასაჭერი კი არა დასახვრეტი ხარ. თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა. "ფეხებს მომჭამთ ძირში, მამუს დავურეკავ" - ასე ამბობდა. ზოგი ეკითებოდა - მამუ ვინ არის. 

ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას. მე არასოდეს არ დავმალულვარ, დამიბარონ სადაც უნდათ და მე მივალ, პრობლემა არ მაქვს. მარტო მე რომ ვითხოვდე კიდევ ხო, მთელი საქართველოს მოსახლეობა ითხოვს. როცა ადამიანთა ჯგუფს აბრალებენ ამხელა ცოდვას, მე გამოვაქვეყნებდი ხარჯთაღრიცხვას" - განუცხადა "ტვ პირველს" დათო ოქიტაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×