რეზონანსი
15.10.2026

თბილისში მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს სასამართლოში პირველად ხვდება. ეკა მხატვრიშვილი შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულისთვის უმაღლესი სასჯელის შეფარდებას ითხოვს.

„ჩემი მოთხოვნაა უმაღლესი სასჯელი, სამუდამო პატიმრობა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რადგან არასრულწლოვანია. არანაირი წინაპირობა არ ჰქონია და ჩემს შვილს არ მიუცია არანაირი მიზეზი, არაფრის გამო მოკლა.

ჩემი შვილი ფეხზე არ ადგა, რადგან, ჩემი აზრით, მის საუბარს ყურადღება არ მიაქცია. ის საკუთარ თავზე, თავის ცხოვრებაზე საუბრობდა, რომ იყო კრიმინალი. რატომ არ დგახარ ფეხზე და რატომ არ მისმენო? - ამ მიზეზით წამოაყენა ჩემი შვილი. მას ფეხი მართლა სტკიოდა, ამის საბუთებიც არსებობს. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სანტიმეტრიანი ჭრილობა აქვს“, - ამბობს გარდაცვლილის დედა, ჟურნალისტებთან. 

მხატვრიშვილი შემთხვევის დროს იქ მყოფი პირების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს. დედის მტკიცებით, ბრალდებულის მეგობრებმა მომხდარის შესახებ პოლიციას ინფორმაცია არ მიაწოდეს.

17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, 10 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი, დავით პაატაშვილი დააკავეს.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი სუფრასთან სადღეგრძელოს გამო დაწყებული უთანხმოება გახდა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულს კრიმინალური წარსული აქვს და დაკავების მომენტში გირაოს პირობებში იმყოფებოდა. არასრულწლოვან პაატაშვილს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×