რეზონანსი
15.10.2026

საერთაშორისო ფინანსური გამოცემის, Euromoney-ის, 2026 წლის Foreign Exchange Awards-ზე თიბისიმ საქართველოში საუკეთესო სავალუტო ბანკის ტიტული მოიპოვა. ჯილდო თიბისიმ სავალუტო ბაზრის ეროვნულ კატეგორიაში მიიღო, რაც ბანკის სავალუტო მიმართულების მასშტაბს, მომსახურების ხარისხსა და ბაზარზე ძლიერ  პოზიციას უსვამს ხაზს.

Euromoney Foreign Exchange Awards სავალუტო ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს აფასებს. ჯილდოს ფარგლებში ყურადღება ექცევა ბანკების ფინანსურ შედეგებს, ინოვაციებს, კლიენტებისთვის შექმნილ ღირებულებასა და ბაზარზე გავლენას. 

Euromoney-ის შეფასებით, 2025 წელს თიბისიმ კიდევ უფრო გააძლიერა სავალუტო მომსახურება და ციფრული შესაძლებლობები, მათ შორის, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სავალუტო ოპერაციების მიმართულებით. გასულ წელს საქართველოში განხორციელებული სავალუტო ოპერაციების დაახლოებით 42% თიბისიზე მოდიოდა.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, Bloomberg-ის პლატფორმის საშუალებით განხორციელებული სავალუტო ოპერაციების მოცულობამ 2025 წელს 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, ბანკის სავალუტო მიმართულებიდან მიღებული შემოსავლების 80%-ზე მეტი მომხმარებლების მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე მოდიოდა. 

Euromoney-ის მიერ თიბისის საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დასახელება მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. სავალუტო ბაზარი გლობალური ფინანსური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული მიმართულებაა, სადაც წარმატებას განსაზღვრავს როგორც ბაზრის მასშტაბი, ისე მომსახურების ხარისხი, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და საერთაშორისო ბაზრებთან დაკავშირების უნარი. ამ მიმართულებაში ქვეყნის საუკეთესო ბანკად დასახელება ადასტურებს, რომ თიბისის სავალუტო მომსახურება და შესაძლებლობები საერთაშორისო, ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის შეფასებითაც საუკეთესოა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×