რეზონანსი
15.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ერევანში გაიმართება.

მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე, ასევე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×