რეზონანსი
15.10.2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გავრცელებულ მისი გადადგომის შესახებ უარყოფს.

მისი თქმით, საკითხი არ განიხილება.

„ჭორი და სიცრუეა ინფორმაცია, რომ, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ. ეს საკითხი არ განიხილება“, - განუცხადა კირცხალიამ რადიო თავისუფლებას.

როგორც ცნობილია, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ქართულ ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×