რეზონანსი
15.10.2026

შსს-მ ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვატო ყი­ფი­ა­ნი და ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "კაწ­რო" და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ელი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამა­ვე მუხ­ლი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი ავთო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლიც. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი 3-დან 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ვატო ყი­ფი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ­დე ყი­ფი­ა­ნი ქა­ლაქ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და და მას შემ­დეგ მას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია

ვინ არის "კაწრო", რომელსაც შაქარაშვილის საქმეს უკავშირებენ და რას წერს მისი მეუღლე

ად­ვო­კა­ტი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" აცხა­დებს, რომ მის­თვის უც­ნო­ბია და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი და ის, არის თუ არა სა­ერ­თოდ და­კა­ვე­ბუ­ლი. ამას­თან, ფხა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ მას და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ყი­ფი­ან­თან კო­მუ­ნი­კა­ცია აღარ ჰქო­ნია. ად­ვო­კა­ტის თქმით, ის ყი­ფი­ა­ნის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბას ცდი­ლობს.

წარ­სულ­ში მომ­ხდარ რო­მელ ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ებს უკავ­შირ­დე­ბა ვატო ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლი?

2020 წელი: შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის აღ­კვე­თა 2020 წლის ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სუს-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის (ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში: გ.ფ. და დ.ფ.) მკვლე­ლო­ბა. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში 6, ხოლო უკ­რა­ი­ნა­ში 1 პირი და­ა­კა­ვეს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თბი­ლი­სე­ლი ძმე­ბის ლიკ­ვი­და­ცია უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­გეგ­მა და ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­უ­რად მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგ­მავ­და.

უკ­რა­ი­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის შემ­დეგ, 2021 წლის 21 ივ­ნისს, ყი­ფი­ა­ნი თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს და პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბა 2016 წელს ვა­კე­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი შუ­რის­ძი­ე­ბის ჯაჭ­ვი იყო.

ვატო ყი­ფი­ა­ნი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში 2022 წელ­საც მო­ექ­ცა. საქ­მე ეხე­ბა სტამ­ბოლ­ში, სა­რი­ი­ერ­ში, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის Vadi Istanbul-ის რეს­ტო­რან­ში ორ ჯგუფს შო­რის და­წყე­ბულ კა­მათს, რო­მე­ლიც ორ­მხრი­ვი სრო­ლით დას­რულ­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში, რო­მელ­შიც ცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, 6 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა.

რო­გორც მე­დია წერ­და, კა­ფე­ში მსხდომ უცხო­ე­ლებს 10-კა­ცი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფი მი­უ­ახ­ლოვ­და და მათ შო­რის და­წყე­ბულ კა­მათს ორ­მხრი­ვი სრო­ლა მოჰ­ყვა. რო­გორც მა­შინ ambebi.ge -თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, სუფ­რა­ზე მსხდომ­თა შო­რის ორი ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი - ვატო ყი­ფი­ა­ნი და ნო­დარ დო­ბორჯგი­ნი­ძე ("დობო") ამო­იც­ნეს. იყო ვერ­სია, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტი ქარ­თვე­ლებ­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს შო­რის, 2021 წელს, თბი­ლის­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბო­და.

სრო­ლა სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში - და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, სა­ვა­რა­უ­დოდ, თბი­ლის­ში გა­სულ წელს მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს უკავ­შირ­დე­ბა

ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი წარ­სულ­ში" ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" მჭიდ­როდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირი იყო. ის მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბი­სას მო­ექ­ცა. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ვა­რა­უ­დი, რომ შე­საძ­ლოა ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ­თან რა­ი­მე სა­ხის კავ­შირ­ში ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბამ ყვე­ლა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა გა­მო­რი­ცხა.

ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი მას შემ­დეგ და­კი­თხეს, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვარ­მა არ­ხმა" საქ­მე­ში მის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და. ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს. მან გან­მარ­ტა, რომ სურს ყვე­ლა­ფერს ფარ­და აე­ხა­დოს და მისი სა­ხე­ლი არ უკავ­შირ­დე­ბო­დეს ამ უმ­ძი­მეს საქ­მეს, რად­გან შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან, არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს.

"კაკო ნი­კა­კოი" - ასე იც­ნო­ბენ "კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში" ქარ­თველ ე.წ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დს, "კაწ­როს" მა­მას - აკა­კი ბი­ლა­ნიშ­ვილს.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×