რეზონანსი
15.10.2026

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესებაზე იზრუნებდა.

გვარამია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს შესახებ მსჯელობის იანვრამდე გადადება დიდი შეცდომაა, ვინაიდან ,,ქართული ოცნება" ნებისმიერ დათმობას სისუსტედ მიიჩნევს.

,,ნებისმიერი დათმობა მათ ჰგონიათ სისუსტე. ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე მისი ელჩის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი, პირდაპირ ვამბობ ამ ეთერიდან. უდიდესი შეცდომა იყო იანვრამდე [გადადება] ამათი სანქციების და ძალიან მკვახე გადაწყვეტილების მიღება ამათ წინააღმდეგ. ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე მე არაფერი მითქვამს, მილიონი რამ არის გასაკეთებელი, რაც შეიძლება გაკეთდეს. ხომ გადასწიეს? მეორე დღეს მიიღო ვენეციის კომისიამ უმწვავესი დასკვნა, რა მოხდა? ევროკავშირის გადაწევა, ვენეციის კომისიის გადაწყვეტილება და მესამე დღეს ჩანიშნა პარტიების გაუქმების პროცესი სამი დღის მიყოლებით," - განაცხადა გვარამიამ ,,ტვ პირველის" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×