რეზონანსი
16.10.2026

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და არას­რულ­წლო­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ წა­მე­ბის და ბი­ნის მფლო­ბე­ლო­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, მისი მი­თი­თე­ბე­ბის და და­ვა­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო, დას­ჯის მიზ­ნით, არას­რულ­წლო­ვან გერს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, შემ­დგომ კი აბა­ზა­ნა­ში შე­იყ­ვა­ნა და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მდუ­ღა­რე წყალს ას­ხამ­და.

„მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ამ­ტვრია მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის კარი და შიგ­ნით შე­აღ­წია. და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 144 პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ზ“ ქვე­პუნ­ქტით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ წა­მე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი დამ­წა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ) და 11 პრი­მა 160-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ბი­ნის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა) წა­რედ­გი­ნა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×