რეზონანსი
16.10.2026

ზუგდიდში მესამე დღეა ვალტერ როგავას ეძებენ. ის სამართალდამცველებს სავარაუდოდ, ცხენით გაექცა და დიდი ალბათობით, სამეგრელოს ტყეებში იმალება.

წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო როგავას და მის ძმას 18 წელი აქვთ მისჯილი. ახლა ბრალს ნათესავების მკვლელობის მცდელობაც დაემატება. 

სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი ზამი როგავა, კლინიკიდან სახლში დაბრუნდა, თუმცა ცნობილმა ინფლუესერმა არ იცის, როდის მიაკითხავს კაცი, რომელმაც მისი მოკვლა სცადა.

მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებულ, ვალტერ როგავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

ის 14 ოქტომბერს ცნობილი ტიკ-ტოკერის, ზამირ როგავას სახლში შეიჭრა, ჯერ ტიკ-ტოკერს დანა ჩაარტყა, შემდეგ კი მოხუც მამას თოფიდან ესროლა.  

“პირველების“ ინფორმაციით,  ვალტერ როგავა, ტიკტოკერს თავს მეორედ დაესხა. რამდენიმე თვის წინ დანაშაულში მხილებული კაცი ცნობილ ინფლუენსერს სახლში ძმასთან ერთად შეუვარდა და ქალს ფულს სთოვდა, ზამირ როგავამ პოლიციაში განცხადება შეიტანა, თუმცა ვალტერ როგავამ გაქცევა მოახერხა, მიმალვაში იყო რა დროსაც მისი ძმა დაააკავეს, შურისძიების მოტივით კაცმა ნათესავების მოკვლა გადაწყვიტა.

წყარო: ტვ პირველი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×