რეზონანსი
17.10.2026

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა - ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციისთვის ბინაში ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო არსებობის შესახებ გახდა ცნობილი. დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით კი, ერთ-ერთი მამაკაცი საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა და იქვე გაჩერებულ ავტომობილს დაეცა.

დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ და საქმეში მონაწილე სამივე პირი, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, უკვე იდენტიფიცირებულია. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×