რეზონანსი
17.10.2026

უკრაინაში Starlink-ის დაკავშირებულობა ბოლომდე ჯერ არ აღდგენილა. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, დენის სიენიკმა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტთან, ალექს რაუფოღლუსთან საუბარში განაცხადა.

სიენიკის თქმით, უკრაინის მხრიდან ჯერ არ ყოფილა Starlink-ის ე.წ. “სამხედრო პაკეტის” - Starshield-ის სრული შესაძლებლობების აღდგენის დადასტურება და უკრაინის მოთხოვნებს არც თავდაცვის დეპარტამენტში და არც SpaceX-ში არ უპასუხეს.

სიენიკის თქმით, უკრაინას 160 კმ/სთ-ზე მეტ სისწრაფეებზე დაკავშირებულობის დაკარგვის დოკუმენტირებული მტკიცებულებები აქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აშშ-ის მიერ შემოღებული შეზღუდვები ჯერ კიდევ ძალაშია.

ამავდროულად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდასხმის ფარგლებში, რუსეთმა 15 კრიტიკულად მნიშნველოვანი ენერგეტიკული ობიექტი დაბომბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×