რეზონანსი
17.10.2026

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძალადობას ადგილი არ აქვს.

მაკრონის თქმით, პირებს, რომლებმაც პრეფექტურებისა და ბიზნესობიექტების შენობები დააზიანეს და თავს დაესხნენ, ასევე გაძარცვეს მერიები, კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვებათ პასუხი და დაისჯებიან.

„ჩვენს რესპუბლიკაში ძალადობას ადგილი არ აქვს. მათ, ვინც დააზიანეს და თავს დაესხნენ პრეფექტურებსა და ბიზნესობიექტებს, გაძარცვეს მერიებიც კი, კანონის მთელი სიმკაცრით მოეთხოვებათ პასუხი და დაისჯებიან. სამართალდამცველებს, რომლებიც დემონსტრაციების გამართვის უფლების დაცვის გარანტები არიან, მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით ქაოსის მთესველთა წინააღმდეგ, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ინსტიტუტების დამხობა და იმ ადამიანებისთვის ხელის შეშლაა, რომლებიც საკუთარ მოთხოვნებს მშვიდობიანად აჟღერებენ“, – წერს მაკრონი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×