რეზონანსი
18.10.2026

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპროტესტო აქციების ფონზე ფრანგ ხალხს მიმართავს.

დასავლური მედიის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იგი დღეს, ადგილობრივი დროით საღამოს 8:00 საათზე გააკეთებს განცხადებას.

შაბათს გვიან ღამით, საფრანგეთში არეულობისას, მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ „ისინი, ვინც დაარბიეს და თავს დაესხნენ ადმინისტრაციულ შენობებსა თუ ბიზნესობიექტებს, ვინც მუნიციპალიტეტის შენობებიც კი გაძარცვეს, პასუხისგებაში მიეცემიან და დაისჯებიან".

საფრანგეთში სკოლებში არსებული ვითარებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა. BBC-ის ცნობით, დააკავეს სულ მცირე 1200 ადამიანი. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს და ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×