რეზონანსი
18.10.2026

საფრანგეთში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ 2000-ზე მეტი პირია დაკავებული.

მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება „ქმედებების ჩამდენთა გამოსავლენად, რათა მათ სასამართლოს წინაშე აგონ პასუხი".

საფრანგეთში სკოლებში არსებული ვითარებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს შეტაკებები მოხდა. დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, მათ შორის ლიმოჟში, სადაც მერიის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×