რეზონანსი
18.10.2026

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „თბილისის აეროპორტისა" და „ვალეს" მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილია 210 ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი.

გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×