რეზონანსი
18.10.2026

ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატო-ში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის კვირასთან".

მისი თქმით, ევროპას ერთადერთი უსაფრთხოების გარანტორი ჰყავს და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ურთიერთობას ვერ ალაგებს.

„ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე. ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს. ამ განადგურებული ურთიერთობების ფონზე, ბატონი ტრამპის გასამასხარავებლად მისი შიშველი ქანდაკება დადგეს ევროპარლამენტში. საერთოდ რაზეა საუბარი?! ევროპას ერთადერთი უსაფრთხოების გარანტორი ჰყავს - აშშ. ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატო-ში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?!" - აღნიშნა მაჭავარიანმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×