რეზონანსი
19.10.2026

საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს: „ფეისბუქპოსტებს" „დანაშაულად" აქცევს და ჟურნალისტებს გისოსებს მიღმა უშვებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება ავტორიტარული რეჟიმის სასოწარკვეთილი მცდელობაა, საკუთარი თავის დასამშვიდებლად და გადასარჩენად", - აცხადებს ზურაბიშვილი.

ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×