რეზონანსი
19.10.2026

22 ოქტომბრამდე საქართველოში ნალექია მოსალოდელი - ინფორმაციას სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილო მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.  

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე - ენგურზე, არაგვზე, ალაზანზე, იორსა და მათ შენაკადებზე  წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×