
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 2030 წლისთვის უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე.
„ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ. გეგმის თანახმად, 2030 წლისთვის უწყვეტი, სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე უწყვეტი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი დასრულებული იქნება.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი - ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, რაც არის საზღვრებს შორის კავშირის გამარტივებისთვის მნიშვნელოვანი.
მათ შორის, თბილისსაც აუვლის გვერდს ეს ავტობანი და თბილისის განტვირთვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ინვესტიცია აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა კობახიძემ.