რეზონანსი
21.10.2026

ოჯახის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილი მზად, არის ციხეში მომხდარი თავდასხმის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცეს. ამის შესახებ, „ტვ პირველს“ დაკავებულის დედამ, ნინო აბრამიშვილმა განუცხადა. პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელიც „ვივამედში“ გუშინ გადაიყვანეს, ისევ კლინიკაში რჩება.

ოჯახის მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილები ციხეში სასტიკად სცემეს.  დაკავებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები, და თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები. ოჯახისვე განცხადებით,  ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.

ვატო ყიფიანი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატი „ტვ პირველთან“ აცხადებს, რომ ყიფიანი ფეიქრიშვილის საკანში შესახლებული არ ყოფილა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×