რეზონანსი
21.10.2026

წამებით მოკლული თაზო მთივლიშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - რუსეთიდან ექსტრადირებული გიორგი პაპაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. 

22 წლის თაზოს ოჯახი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ოჯახის პოზიციით, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა თაზო მთივლიშვილი ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი,  სამზარეულოს ხის დაფა რამდენჯერმე ჩაარტყა თავში და მოკლა. 

გამოძიების ვერსიით, ახალგაზრდა, რომელიც ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი იყო, ჯერ ჯგუფურად აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ცხედარი ბინაში ჩაკეტეს, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ერთ-ერთ მოტივად თბილისის საშაურმეებიდან ე.წ. „საერთოს“ შეგროვება სახელდება. თანამშრომლებს აიძულებდნენ, შემოსავლის ნაწილი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისთვის გადაეხადათ. გამოძიების ვერსიით, თამაზ მთივლიშვილი სწორედ ამ ჯგუფს დაუპირისპირდა.

საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი პირი დანაშაულის შემდეგ საქართველოდან რუსეთში გაიქცა. მოგვიანებით ის დააკავეს და საქართველოში ჩამოიყვანეს. ახლა ბრალდებული განსასჯელის სკამზეა და მის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×