რეზონანსი
21.10.2026

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში დაკარგული 72 წლის აკაკი დემუროვი გარდაცვლილი იპოვეს - მამაკაცს 13 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

გარდაცვლილს ადგილობრივმა მწყემსმა სოფელ ჩუმლაყში, საავტომობილო გზის ხიდთან მიაგნო და ოჯახს დაუკავშირდა.  ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

აკაკი დემუროვი სახლიდან 8 ოქტომბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო სამსახური იყვნენ ჩართული.

სპეციალისტებმა დრონი გმოიყენეს  და სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებიც შეისწავლეს, თუმცა მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×