რეზონანსი
21.10.2026

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით მიყვანას ითხოვს - შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ანა წითლიძემ განაცხადა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სხდომაზე მიმართა თენგიზ შარმანაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილის მიერ ელჩად იყო დანიშნული სომხეთში.

ენმ ასევე სასამართლოში პატიმარობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის მოწმედ დაბარებასაც ითხოვს. ანა წითლიძის თქმით, პოლიტსაბჭოს თავმდჯომარის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის.

რადგან სარჩელი ეხება 2003-2012 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე პერიოდს. 

"ჩვენ ვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნას მოყვანილი მოწმედ, იმიტომ, რომ ამ სარჩელის მთავარი სამიზნე არის მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტი იყო იმ წლებში. მაინტერესებს განსაკუთრებით თენგიზ შარმანაშვილი რა კითხვას დაუსვამს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რომელსაც ახლა, ამ სარჩელით ბრალი ედება, მის მიერ დანიშნულ ელჩს წარმოადგენდა, ან გიორგი კახიანი, რომელიც დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

პირველი ვის დაბარებასაც ვითხოვთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, მოწმის სახით და მეორე ლევან ხაბეიშვილი, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით, იმ წლებთან დაკავშირებით, 2012 წლიდან დღემდე. ის ორი მოწვევის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. შესაბამისად, მისი პოზიციაც ამ წლებთან დაკავშირებით და მითუმეტეს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია „ვარდების რევოლუციიდან“ 2012 წლის ჩათვლით, არის არსებითად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ნახონ და გაიგონ“, - განაცხადა წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×