
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„მიშას კარვის ანთროპოლოგი ქალები ჩვენ გვამუნათებენ, რომ ენმ-ის დაანონსებულ აქციაზე ბიძინას ცირკთან, 20 კაცია. აბა მიშა რომ აღარ არსებობს, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ამას ხომ არ აღიარებენ.
პ.ს. ჩვენი პასუხისმგებლობით, აქცია 28 ნოემბერს იქნება და მობრძანდით, 25 ოქტომბერსაც შეგიძლიათ კამპანიის ლონჩს დაესწროთ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სხდომის პარალელურად, აქცია იმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „პროცესი ანტიკონსტიტუციურია და გადაწყვეტილება წინასწარ არის ცნობილი“.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.