რეზონანსი
21.10.2026

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2022–2026 წლებში განხორციელებული საქმიანობისა და სტრატეგიული ტრანსფორმაციის ანგარიში წარუდგინა.

2022 წლიდან კომპანიის მართვაში საერთაშორისო დარგობრივი ინვესტორის, Aqualia-ს შემოსვლამ საფუძველი ჩაუყარა ფუნდამენტურ საოპერაციო და სტრუქტურულ ცვლილებებს, კერძოდ:

უპრეცედენტო ინვესტიციები: 2023–2026 წლებში კაპიტალდაბანდებამ 480 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა 4 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. რეაბილიტირდა 300 კმ-ზე მეტი მაგისტრალური ქსელი, ხოლო წყალსადენისა და წყალარინების ქსელების ჯამური სიგრძე 22%-ით (1,337 კმ-ით) გაიზარდა.

საოპერაციო ეფექტიანობა: წყლის დანაკარგები 29.2 მლნ მ³-ით შემცირდა, ხოლო წყლის რეალიზაცია 14.9%-ით გაიზარდა. ამასთან, ყოველ რეალიზებულ კუბურ მეტრზე ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა.

პრევენციული მართვა: მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ავარიების სიხშირე, ასევე ყოველდღიური გარდამავალი ინციდენტების რაოდენობა.

შრომის უსაფრთხოება და კადრები: კადრების გადინება 10%-მდე შემცირდა, ხოლო სამუშაო ადგილზე ინციდენტების სიხშირე - 89%-ით.

ციფრული სერვისები: ამოქმედდა განახლებული ვებგვერდი და მომხმარებლის პირადი კაბინეტი, ხოლო 2027 წლიდან მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი გახდება მობილური აპლიკაციაც.

Aqualia-ს გრძელვადიანი სტრატეგია ინვესტიციების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და მოსახლეობისთვის უწყვეტი, მაღალი ხარისხის წყალმომარაგების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ინფორმაციას ჯივიპი ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×